დავით აღმაშენებლის ორდენი, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო.
დააწესა საქართვ. პარლამენტმა 1992 წ. 24 დეკ. (ავტორი – ე.ბურჯანაძე). აჯილდოებენ სამოქალაქო, სამხ. და სას. პირებს, გამოჩენილ სახელმწ. მოღვაწეებს ქართვ. ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზ-ბის კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.
დ. ა. ო-ის პირველი კავალერია საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (1998). იხ. აგრეთვე სტ. ორდენები საქართველოსი.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა), თბ., 1995.
ნ. ჯავახიშვილი