დევის ტბა

დევის ტბა, საჩხერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის სამხრ. კალთის ძირში, ზ. დ. 1370 მ სიმაღლეზე.

უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართ. 0,018 კმ² , მაქს. სიღრმე 10,7 მ , მოცულობა 72 ათ. მ³. ტბიდან წყალი მიწისქვეშა გზით გადის.