დავით ბატონიშვილის მონეტა, სპილენძის უნიკალური ანონიმური მონეტა, მოჭრილი ერეკლე II-ის შვილიშვილის დავით ბატონიშვილის გამგებლობის დროს.
შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ფარშევანგი, ქვემოთ კი – თარიღი ჰიჯრით 1215 (1800/1); ზურგზე – ჩარჩოში მოთავსებულია 4 ქართული ასო „ტფლს" (ტფილისი). მ. პ. ბარათაშვილის კოლექციასთან ერთად დაცულია ბერლინის მუზეუმში.
ლიტ.: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969.
გ. დუნდუა