გისტოლა, მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, მდინარეების წანერის (ენგურის აუზი) და ბეზენგ – ჩერეკის (თერგის სისტემა) წყალგამყოფზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 4860 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
1886 გ-ზე პირველად ავიდნენ ინგლისელი ალპინისტები დონკინი და დენტი, შვეიცარიელ მეგზურებთან ბურგენერთან და ანდენმატენთან ერთად.