დეკანაშვილები

დეკანაშვილები, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., განახლება, გოდგაძეები, გუდასახო, დიაკონიძეები, დუაძეები, ელელიძეები, კურცხალი, ოქრუაშვილები, უჩხო, ქედლები, ძირკვაძეები). ზ. დ. 1000 მ, ხულოდან 1 კმ. 908 მცხ. (2002).

სახელი ეწოდა დეკანაძეების საგვარეულოს მიხედვით.