დავითფერული

დავითფერული

დავითფერული, სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალი.

ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად „ლიბრი" (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო, „ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ" ხმლად ითვლებოდა მთელ საქართველოში და ძვირადაც ფასობდა.

ზოგიერთი მოსაზრებით, დ-ის სახელწოდება მომდინარეობს შუა საუკუნეებში ქ. ფერარაში (იტალია) დამზადებული საუკეთესო ხმლების ოსტატების, ანდრია და დავით ფერარების, გვარიდან. აქ დამზადებულ ხმლებს ჰქონდა ლათ. წარწერები: „Andria Ferara"" და „David Ferara".

ასეთსავე წარწერებს უკეთებდნენ ქ. ზოლინგენში (გერმანია) დამზადებულ ხმლებს.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962.

კ. ჩოლოყაშვილი