დათვა-ბოყვა

დათვა-ბოყვა

დათვა-ბოყვა, ხის საკეტი აჭარაში.

შემადგენელი ნაწილებია: ფიცარი, ურდული, კბილები და გასაღები. დ.-ბ. სასიმინდის საკეტად იხმარება. კარის ბოყვზე მოჭედილი ფიცარი ორ წყებადაა ამოღარული. პირველი, ზემოთა ღარი, განკუთვნილია „კბილების" სამოძრაოდ, მეორე, ქვემოთა ღარი – ურდულის შესაყრელად.

ამავე ტიპისაა გურიაში დამოწმებული „დათვი" და სამეგრელოში გავრცელებული „ბორქომი", აღმ. საქართველოში (ქართლი) – „ვენახის ურდული" და „საფშველი" (შიდა ქართლი), ასეთივე სამკბილიანი საკეტი ცნობილი იყო სომხეთსა და ჩრდ. ოსეთში, ძვ. ეგვიპტესა და ბაბილონში, რომში, საბერძნეთში და შუა საუკუნეებში – ხმელთაშუა ზღვის აღმ. აუზში. დ.-ბ. და მისი მსგავსი საკეტები წარმოშობით წინააზიურია (შუმერი-ბაბილონი).

ლიტ.: ჩ ი ტ ა ი ა  გ., აჭარული დათვა-ბოყვა, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ.10              

                                                        ჯ. რუხაძე