დეკანოზოვი ვლადიმერ გიორგის ძე

დეკანოზოვი ვლადიმერ გიორგის ძე (15. VI. 1898, ბაქო, – 23. XII. 1953), დიპლომატი, საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1945), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1943).

1916 დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა სარატოვის, ბაქოს უნ-ტებში. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა საქართველოში [1927 – საქ. კპ(ბ) ცკ-ის პასუხისმგებელი ინსტრუქტორი, 1931–34 იყო საქ. კპ(ბ) ცკის მდივანი, 1934–36 – განყ-ბის გამგე].

1938 მიენიჭა სახელმწ. უშიშროების III რანგის კომისრის წოდება. 1940 ნოემბ. – 1941 ივნ. იყო სსრკ ელჩი გერმანიაში. 1946–47 მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

1953 წ. 10 აპრილიდან დაინიშნა საქ. სსრ შინაგან საქმეთა მინისტრად. იმავე წლის ივნისში რეპრესირებულ იქნა ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით.

ლ. დოლიძე