დეკიანი

დეკიანი, მაღალმთის მცენარეული დაჯგუფება.

ალპ. სარტყელში დ. პირველადია, სუბალპურში კი უმეტესად ტყის მოსპობის შედეგად განვითარებული ქვეტყის ნაშთია (მეორეული დ.), ვრცელი დ-ები უმთავრესად კავკასიონის ქედზე, სუბალპ. მდელოებისა და ტყეების ზოლშია გავრცელებული, ასეთივე დ-ები გვხვდება აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდ. ფერდობებზე, თრიალეთზე და სხვ.;

ფლორისტული შემადგენლობით დ. საერთოდ ღარიბია, 30–40-მდე სახეობით განისაზღვრება, თუმცა მეორეულ დ-ებში სახეობათა რაოდენობა 2–3-ჯერ მეტია. უფრო ხშირია გვიმრიანი, ნაირბალახიანი, მარცვლოვნიანი, მოცვიანი, კეწერიანი და სხვა დ-ები. დ-ების ქვეშ ტორფიანი ნიადაგი ვითარდება. ყინვის, ადამიანისა თუ ცხოველთა ზემოქმედების შედეგად დ. შეიძლება გადაშენდეს და მისი ადგილი დაიკავოს ნაირბალახიანმა მდელომ, ძიგვიანმა, მოცვიანმა, ბრძამიანმა და სხვა ფორმაციებმა.

დ. ძალიან ხშირი დაჯგუფებაა და დიდი ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

მ. სახოკია