დათვისთხილა

დათვისთხილა ყლორტი ნაყოფით

დათვის თხილა, ქ ა რ თ უ ლ ი  თ ხ ი ლ ი (ჩორყლუს იბერიცა), მაღალი (15–50 მ), სწორტანიანი ხე თხილისებრთა ოჯახისა.

კავკ. ენდემი და მესამეული პერიოდის რელიქტია. მისი ღერო დაფარულია მუქი რუხი კორპიანი ქერქით, რ-იც სკდება და ფირფიტებად ცვივა. აქვს გრძელყუნწიანი ფოთლები. გავრცელდა ბალკანეთის ნ. კ-ზე, ირანსა და მცირე აზიაში;

საქართველოში – აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში, კახეთსა და თრიალეთში. ჩვენში უფრო ხშირად მთის შუა სარტყლის შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებში გვხვდება წიფელასა და რცხილასთან, ნეკერჩხალთან, იშვიათად მუხასთან ერთად. ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და ქარგამძლეა.

იზრდება ტყის ჰუმუსიან ყომრალ ნიადაგზე, თუმცა ხირხატიან და კირიან ნიადაგებზეც კარგად ხარობს. შედარებით სწრაფმზარდია. ინტენს. ზრდა 20–46 წლის ასაკში ემჩნევა. ცოცხლობს 200 წლამდე.

ბუნებრივ პირობებში მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. აქვს წვრილშრიანი, მოწითალო ლამაზი მერქანი. ნაყოფის გული გემრიელია, მაგრამ კირკიტია და ამის გამო ნაკლებად იყენებენ. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".

ლ. ხინთიბიძე