დელგერი

დელგერი (Dölger) ფრანც (4. X. 1891, კლაინვალშტადტი, – 5. XI. 1968, მიუნხენი), გერმანელი ბიზანტინოლოგი.

1931–59 მიუნხენის უნ-ტის პროფესორი, მიუნხენის ბიზანტინოლოგიური საზ-ბის ხელმძღვანელი, „Byzantinische Zeitschrif"-ის („ბიზანტინოლოგიური ჟურნალის") რედაქტორი (1928–63). გამოსცა ბიზანტ. ისტ. ძეგლები, იკვლევდა ბიზანტ. დიპლომატიკას, ფინანსურ სისტემას, აგრ. ურთიერთობის, ფილოლ. და სხვა საკითხებს, ასევე ევრ. ქვეყნებთან ბიზანტიის პოლიტ. დამოკიდებულებას.

დ. ბიზანტინოლოგიაში ფილოლ.-იურიდ. მიმართულების მკვლევარია. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა, რ-შიც განხილულია „ვარლაამი და იოსაფატის" ბერძნ. რედაქციის ავტორობის საკითხი.

იგი არ იზიარებს იმ თვალსაზრისს, რომ „ვარლაამი და იოსაფატი" ქართ. „ბალავარიანიდანაა" თარგმნილი ექვთიმე მთაწმინდელის მიერ. ამ პოპულარული ბიზანტ. რომანის ავტორად, თანახმად ბერძნ. ტრადიციისა, იგი იოანე დამასკელს მიიჩნევს.