დემირელი სულეიმან

დემირელი (Demirel) სულეიმან (დ. 1. XI. 1924, სოფ. ისლამქოი, ისპარტის ვილაიეთი), თურქეთის პრეზიდენტი 1993–2000; პრემიერ-მინისტრი 1965–71; 1975 მარტი – 1977 დეკ. (ინტერვალებით), 1979 ნოემბ. – 1980 სექტ. და 1991–93. 1964–80 სამართლიანობის პარტიის გენ. თავ-რე.

1987–93 სწორი გზის (დაარსდა 1983) პარტიის გენ. თავ-რე. დ. არის თურქ. ეკონ. მოდერნიზაციისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონ. თანამშრომლობის ორგანიზაციის (ბისეკის) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, ბაქო– ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის, „ტრასეკას" პროექტის განხორციელების აქტ. მხარდამჭერი.

დ. პირველი უცხოელი სახელმწ. მოღვაწეა, რ-იც პრემიერ-მინისტრის რანგით 1992 წ. 30 ივლ. საქართველოს ოფიც. ვიზიტით ეწვია. ხელი მოეწერა საქართვ.- თურქ. პირველ სრულმასშტაბიან ხელშეკრულებას, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს. დ. როგორც თურქეთის პრეზიდენტი, ოფიც. ვიზიტით – ორჯერ, ხოლო სამუშაო ვიზიტით ერთხელ იყო საქართველოში (ბორჯომში 1995 წ. 31 ივლ. ვალეს საკონრტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის შემდეგ).

1992-იდან თურქეთსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობა დამყარდა. დ. არჩეულია თსუ-ის საპატიო დოქტორად (1997), თბილისსა და ბათუმში გაიხსნა დ-ის სახ. კერძო კოლეჯები.

დაჯილდოებულია ოქროს საწმისის ორდენით (2000).

ა. იმედაშვილი