დემნა (დემეტრე) უფლისწული

დემნა (დემეტრე) უფლისწული, საქართველოს მეფის დავით V-ის ძე.

დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა, დემეტრე I-მა, თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი (შემდგომ გიორგი III ) გამოაცხადა თანამოსაყდრედ, რითაც დ. უ-მა ტახტის მემკვიდრის უფლება დაკარგა. დ. უ-ის კანონიერი უფლების დაცვის საბაბით მეფის ცენტრ. ხელისუფლების გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდგვარიანმა ფეოდალებმა ამირსპასალარ ივანე ორბელის (დ. უ-ის სიმამრი) მეთაურობით 1177 აჯანყება მოაწყვეს გიორგი III-ის წინააღმდეგ. აჯანყებულებს მეფემ ალყა შემოარტყა ლორის ციხეში.

როცა აჯანყების დამარცხება ცხადი გახდა, დ. უ. გიორგი III-ს დანებდა და პატიება სთხოვა. ტახტის მაძიებელ უფლისწულთა მიმართ მოქმედი კანონის საფუძველზე მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. ჩანს, უფლისწულმა ვერ გაუძლო სასჯელს და გარდაიცვალა.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ლაშა გიორგისდროინდელი მემატიანე, ცხოვრება დემეტრე მეფისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთას" ძველი ქართული თარგმანები, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1978.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

მ. ლორთქიფანიძე