დამენია ზაზა გრიგოლის ძე (22. X. 1972, ოზურგეთი, – 16. VIII. 2004, სოფ. ერედვთან, გორის მუნიციპალიტეტი), საქართველოს ეროვნული გმირი (2004).
1989 დაამთავრა ოზურგეთის საშ. სკოლა. 1990–92 სწავლობდა ქ. ყაზანის სამშ. ინ-ტში. 1992-იდან მსახურობდა საქართვ. შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში. 1993 იანვრიდან სექტ-მდე იბრძოდა აფხაზეთში.
1995 იყო გურიის სამხარეო შს სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი. 2002-იდან მსახურობდა ვაზიანის XI კომანდოს ბატალიონის მე-3 ასეულში. 2003 დაუსწრებლად დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტის ბათუმის ფილიალი სამრეწვ. და სამოქალაქო მშენელობის სპეციალობით.
2004 ვაზიანის XI ბატალიონი გადაიყვანეს ცხინვალის რ-ნში ქართ. სოფლების დასაცავად.
16 აგვ. დაიღუპა მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი შეტევის დროს: გადაეფარა ხელყუმბარას და თანამებრძოლებს გასასვლელი გზა მისცა.
დაჯილდოებულია ეროვნული გმირის ორდენით (2004, სიკვდილის შემდეგ).
ოზურგეთის სკოლას, სადაც დ. სწავლობდა, მისი სახელი ეწოდა.