დარჯანია შალვა ელიზბარის ძე

შ. დარჯანია

დარჯანია შალვა ელიზბარის ძე (დ. 31. V. 1928, ქუთაისი), ინჟინერ-მექანიზატორი.

1957 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1976–95 იყო სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპ. კულტურების სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ინ-ტის ჩაის საკრეფი მანქანების განყ-ბის უფროსი.

1995–2000 იყო – საქართვ. სას.-სამ. მანქანათმშენებლობის სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ინტის „საქაგრომანქანის" პროექტის მთ. კონსტრუქტორი. ჩაის საკრეფი მანქანის – „საქართველოს" შექმნისათვის მიენიჭა ლენინური პრემია (1967, სხვებთან ერთად), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).