დასავლური მახრჩობელა (Eryx jaculus), უშხამო გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა.
სიგრძე 70 სმ აღწევს. გავრცელებულია ჩრდ.-აღმ. აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, წინა და მცირე აზიაში, აღმ-ით – ირანამდე, ჩრდ-ით – ბალკანეთის ნ.-კ-მდე, ცენტრ. და აღმ. ამიერკავკასიაში, დაღესტანში.
გვხვდება საქართველოს აღმ. ნაწილში – ქვემო ქართლში, გარეკახეთში, შირაქში. თბილ. მიდამოებში ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში – ველებსა და ნახევრად უდაბნოში, სადაც ქვები და მღრღნელთა სოროებია.
იკვებება ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით (პატარ-პატარა მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით), რ-თაც სხეულზე შემოეხვევა და ახრჩობს. ცოცხალმშობია, შობს 10–20 ნაშიერს ივლ.-აგვ-ში. მათი სიგრძე 14 სმ აღწევს.
საქართველოში ამჟამად უმნიშვნელო რაოდენობითაა. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
თ. მუსხელიშვილი