დაფნა

დაფნა კეთილშობილი დაფნა (Laurus nobilis)
დაფნააზორის დაფნა (Laurus azorica)

დაფნა (Laurus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა.

მარადმწვანე ხეშეშფოთლოვანი ხეები ან ბუჩქებია, აქვს ქოლგისებრ ყვავილებად შეკრებილი მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მოლურჯო-შავი კურკიანა ნაყოფი. გვარში 2 სახეობაა, რ-ებიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში.

საქართველოში კულტივირებულია დ-ის 1 სახეობა – კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ი (ჩვეულებრივი) დ. (L. nobilis). მისი სიმაღლე 2–12 მ (ზოგჯერ მეტიც) აღწევს. გაველურებული სახით გვხვდება კოლხეთის ბუნებრივ მცენარეულობაში, ზ. დ. 300 მ –მდე, სუბტროპ. ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ, კირქვიან ნიადაგზე.

ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტივირებულია ძირითადად კოლხეთში, სადაც გაშენებულია დ-ის პლანტაციები. მრავლდება თესლით, კალმით (სათბურებში) და გადაწვენით (ზაფხულში). უხვად იკეთებს ძირკვიდან ამონაყარს.

ფოთოლს ხმარობენ სუნელ-სანელებლად, ნაყოფის ზეთი სამკურნალოა, მერქანი მძიმე, გამძლე და დრეკადია. მისგან აკეთებენ ძვირფას ავეჯს, სხვადასხვა სახის წვრილმან ნივთებს. დ. დეკორატიულია, კარგად იტანს გაკრეჭას, იყენებენ აგრეთვე ცოცხალ ღობედ, ბორდიურად.

საქართვ. ზოგიერთ ბაღ-პარკში მოშენებულია ა ზ ო რ ი ს ანუ კ ა ნ ა რ ი ს დ. (L. azorica, L. canariensis), რ-იც ნაკლებ ყინვაგამძლეა.

მ. სახოკია