დაღი

დაღი ცხენისა

დაღი, დ ა დ ა ღ ვ ა, გახურებული რკინის იარაღით – შანთით ამომწვარი საკუთრების ნიშანი მსხვილფეხა საქონლის ბეჭზე, გავაზე ან თავკისერზე (წვრილფეხა საქონელზე საკუთრების ნიშანი ცნობილია ს ე რ ი ს სახელწოდებით).

ცხენის დადაღვა გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში. ფეოდ. ხანაში მხოლოდ მაღალი წოდების კუთვნილი საქონელი იდაღებოდა. ყმას შეეძლო ბატონისათვის დ. გამოეთხოვა და სამაგიეროდ „დაღის გადასახადი" მიერთმია.

ბატონყმობის გაუქმების შემდეგ შეძლებულმა გლეხებმა დაიწყეს ცხენის დადაღვა თავისი ნიშნებით ან თავისი გვარის პირველი ასოთი. დ-ს წინასწარ ნახშირით ან ცარცით გამოსახავდნენ და შემდეგ შანთით ამოწვავდნენ.

დ-ის მზა ყალიბიც არსებობდა.

ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა  მ., მესაქონლეობა მესხეთში (სამცხე-ჯავახეთი), კრ.: მასალები მესხეთ-ჯავახეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1972; მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; შ ა მ ი ლ ა ძ ე  ვ., ალპური მესაქონლეობა საქართველოში, თბ., 1969.

მ. მაკალათია