დედაენა

„დედაენა – ცოდნის ზარი". მოქანდაკე ე. ა მ ა შ უ კ ე ლ ი არქიტექტორი ნ. მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი ბრინჯაო 1983 თბილისი

დედა ენა, მ შ ო ბ ლ ი უ რ ი ე ნ ა, ენა, რ-საც დედ-მამისა და ახლობლებისაგან ითვისებს ბავშვი;

ადამიანისათვის ყველაზე მახლობელი, გასაგები, ბუნებრივი ენა, რ-ის მეშვეობითაც იგი ლაღად და შესატყვისად გამოხატავს აზრს, წარმოდგენასა და გრძნობას. დ. არის ადამიანის მშობლიური ქვეყნის ენა, იმ ხალხის, ერის, კულტურის ენა, რ-საც იგი მიეკუთვნება და რ-ის მეშვეობითაც მათთან ურთიერთობას ამყარებს.

დ. ადამიანს აზიარებს თავისი მშობლიური ხალხის ისტ. სიმდიდრეს, რ-შიც დაცულია ერის გონებრივი და სულიერი საუნჯე. იგი ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო ცოცხალ თაობებს, არამედ ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

დ. ეროვნულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი და უმთავრესი ძალაა, ეროვნების ბურჯია, რ-ითაც ერი კაცობრიობის წინაშე წარსდგება და მის კულტ. ცხოვრებაში მონაწილეობს. დ-ის დღეგრძელობით განისაზღვრება ერის სიცოცხლე. დ. ცოდნის ზარია, ამიტომაც ამ სახელით „დედაენა ცოდნის ზარი" ქართველმა ხალხმა მას ძეგლი დაუდგა (1983, მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ნ. მგალობლიშვილი).

გ. კვარაცხელია