დემოკრიტე

დემოკრიტე (Dēmokritos) ა ბ - დ ე რ ე ლ ი [დაახლ. ძვ. წ. 460, აბდერა (თრაკია), – ძვ. წ. 370], ანტიკური ეპოქის ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონის იდეალიზმისადმი დაპირისპირებული მატერიალისტური მსოფლმხედველობის დამფუძნებელი.

სწავლული-ენციკლოპედისტი, ატომისტური მატერიალიზმის მამამთავარი. დიოგენე ლაერტელის ცნობით არის 70-მდე თხზულების ავტორი (ჩვენამდე მოღწეულია 300-მდე ფრაგმენტი).

ქართ. ფილოს.-ისტ. კვლევაში საეტაპო მნიშვნელობისაა ს. დანელიას გამოკვლევები დ-ს ატომისტიკის შესახებ. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი სპეც. გამოკვლევა დ-ს შემეცნების თეორიის შესახებ. დ-ს მოძღვრების ანალიზი მოცემული აქვთ აგრეთვე ს. წერეთელს („ანტიკური ფილოსოფია", თავი „დემოკრიტე", 1968), მ. გოგიბერიძეს („ფილოსოფიის ისტორია, 1941), ავტორთა კოლექტივს (ერთობლივი ნაშრომი „ფილოსოფიის ისტორია", 1962). დ-ს შემეცნების თეორიას ეხება თ. კუკავას ნაშრომი „შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში" (თბ., 1965).

თხზ.: [წიგნში] დემოკრიტე, ეპიკურე. ფრაგმენტები, წერილები. თარგმ. და გამოც. თ. კუკავასი, თბ., 1959.

ლიტ.: დ ა ნ ე ლ ი ა  ს., ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში (დემოკრიტე), [ტფ.], 1925 (მე-2 გამოც. 1933); მ ი ს ი ვ ე, ანტიკური ფილოსოფია სოკრატის წინ, ტფ., 1926; მ ი ს ი ვ ე, Научное знание в представлении Демокрита, Тфл., 1935.