ეგზარქოსის საზაფხულო სასახლე

ეგზარქოსის საზაფხულო სასახლე. მდებარეობდა თბილისში, ხარფუხში, განჯის კარისა და ბერძნების დასახლების მახლობლად, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდ.-აღმ-ით. სასახლე ააგეს XIX ს. 20–30-იანი წლების მიჯნაზე. იქვე იდგა ღვთისმშობლის კარის ეკლესია (1835). ე. ს. ს. რამდენჯერმე იხსენიება მთავარმართებელ გენ. ა. ნეიდგარდტის (1842–44) 1843 „გამოცხადებაში", რ-ის მიხედვითაც იგი ადგენდა მდ. მტკვრის სანაპიროს გამოყენების წესს და რიგს. დღეს სასახლისა და ღვთისმშობლის კარის ეკლესიის ადგილი უკავია 300 არაგველის სახ. ბაღის ნაწილს.