დერბენდის სახანო

დერბენდის სახანო, დ ა რ უ ბ ა ნ დ ი ს ს ა ხ ა ნ ო, ფეოდალური სამფლობელო სამხრეთ დაღესტნის სანაპირო რაიონში;

შეიქმნა ნადირ-შაჰის სიკვდილის (1747) შემდეგ მისი სახელმწიფოს დაშლის შედეგად. ცენტრი ქ. დერბენდი. ირან. შემადგენლობაში დ. ს. შედიოდა როგორც დამოუკიდებელი ადმ. ერთეული („ოლქი"). დ. ს-ს ეჭირა მცირე ტერიტ. თაბასარანის, ყარახაიდაყისა და ყუბის სახანოთა შორის.

1759 ყუბის მფლობელმა ფათალი-ხანმა ტახტიდან ჩამოაგდო დერბენდის ხანი მუჰამედ ჰუსეინი და მისი ტიტული მიითვისა, შეიერთა სხვა სახანოები და აზერბ. ერთ-ერთი უძლიერესი მფლობელი გახდა. მას რთული ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე II-თან.

1778 ქართლ-კახეთისა და ყარაბაღის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ფათალი-ხანი. 1787 ფათალიხანმა და ერეკლე II-მ კავშირი შეკრეს ირანის წინააღმდეგ. შემდგომ დ. ს-ს განაგებდნენ ფათალი-ხანის შვილები: აჰმედხანი (1789–91) და შეიხ-ალი-ხანი (1791–1806). ეს უკანასკნელი 1793 რუს. ქვეშევრდომი გახდა. მიუხედავად ამისა, 1796 შეიხ-ალიხანმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია რუს. ჯარებს. 1806 რუსებმა საბოლოოდ დაიკავეს ქ. დერბენდი და იქ თავიანთი მმართველობა დაამყარეს. დ. ს-ს დანარჩენი ტერიტორია კი რუს. ქვეშევრდომს – ტარკის საშამხლოს – გადაეცა. 1813 გულისტანის საზავო ხელშეკრულებით დ. ს. საბოლოოდ შეუერთდა რუსეთს.

ლიტ.: История Дагестана, т. 1, М., 1967.

ზ. ანჩაბაძე