დვალიძე ბააკა

დვალიძე ბააკა, XVII ს. I ნახევრის სახალხო მელექსე.

მოხსენიებული ჰყავს არჩილ მეფეს „თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასებაში" (მწერლობას უწუნებს, შოთას ვერ წაჰბაძავო). ზ. ჭიჭინაძის ცნობით, დ-ს უნდა ეკუთვნოდეს „ცხენის ლექსი".

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1981.