დვინი, ვ ო ს ტ ა ნ დ ვ ი ნ ი, მსხვილი სავაჭრო და ხელოსნობის ცენტრი IV–XIII სს. სომხეთში (ერევნის სამხრეთით 35 კმ).
IV ს. 30-იან წლებში არშაკუნიანებმა აქ ციხე ააგეს და სამეფო რეზიდენციაც გადაიტანეს. სომხეთის სამეფოს დაცემის (428) შემდეგ სომხეთის სპარსელ მმართველთა რეზიდენცია გახდა, 640-იდან არაბთა საამიროს (არმინიის) – ცენტრი.
საქართვ. სამეფოს ძლიერების ხანაში დაიწყო ბრძოლა ჩრდ. სომხეთის, კერძოდ, დ-ის შემოერთებისათვის. 1162 გიორგი III-მ აიღო დ., მაგრამ შემდეგ ქალაქი კვლავ თურქებს დარჩათ. 1203, თამარის დროს, დ. საქართვ. შემოუერთდა. 1236 მონღოლებმა დაანგრიეს.