დვინის საეკლესიო კრება, ბიზანტიის ინიციატივით მოწვეული ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიების საერთო კრება, ჩატარდა სომხ. საკათოლიკოსო რეზიდენციაში – ქ. დვინში (ზოგიერთი, შედარებით გვიანდ. წყაროს მიხედვით – ქ. ვაღარშაპატში).
ქართ. ეკლესიის დელეგაცია შედგებოდა 24 ეპისკოპოსისაგან, ხელმძღვანელობდა ქართლის კათოლიკოსი გაბრიელი, სომხ. დელეგაციას – ბაბგენ კათოლიკოსი. დ. ს. კ-მ დაგმო ნესტორიანობა და მიიღო ზენონ კეისრის დიოფიზიტმონოფიზიტთა შემარიგებელი „ჰენოტიკონი" („ერთობა").
აქტები შედგა ქართ., სომხ., ალბ. და ბერძნ. ენებზე. დ. ს. კ-ის მონაწილე ეკლესიებმა ირანიდან ჩამოსულ დელეგაციას ირან. ქვეშევრდომ ქვეყნებში მცხოვრებ მართლმადიდებლებთან თავიანთ ენაზე შედგენილი ეპისტოლეები გაატანეს ნესტორიანებისაგან თავის დასაცავად. ეპისტოლეებში გადმოცემული იყო ამიერკავკ. ეკლესიების მრწამსი და მათი რელიგ. პოლიტიკა.
ჩვენამდე მოაღწია სომხ. დელეგაციის ეპისტოლემ, რ-იც შესულია ეპისტოლეთა წიგნისა (სრულად) და „სარწმუნოების ბეჭდის" (ფრაგმენტი) სახელებით ცნობილ კრებულებში.
წყარო: ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968.
ლიტ.: ა ლ ე ქ ს ი ძ ე ზ., მასალები დვინის 506 წლის საეკლესიო კრების ისტორიისათვის, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1973, №3.
ზ. ალექსიძე