დვირულა

დვირულა, მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვ. შენაკადი (ერთვის სოფ. დვირთან). სიგრძე 12 კმ, აუზის ფართ. 56 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. საშ. წლ. ხარჯი 0,98 მ³/წმ .