დვრინი

დვრინი, 1. მატყლის საპენტის ლარი და მის მიერ გამოცემული დაბალი, გაბმული ბგერა. 2. დაბალი (მეორე) ბანი, მამაკაცის განსაკუთრებით დაბალი ხმა.

ეს ტერმინი გვხვდება საისტ. ლიტ-რაში, პოეზიასა და ხალხ. შემოქმედებაში (იხ. ზემრავალხმიანობა). როცა იოანე ბატონიშვილი და დ. მაჩაბელი აღწერენ ქართულ საეკლ. გალობაში XVIII ს. დასასრულამდე შემორჩენილ ექვსხმიანობის ტრადიციას, დ-ს ექვსხმიანი საგალობლის ყველაზე დაბალ, მეექვსე ხმას უწოდებენ.

ი. ჟორდანია