დიალექტიზმი

დიალექტიზმი (ბერძნ. < დიალექტი), ამა თუ იმ კუთხის მეტყველებისთვის დამახასიათებელი სიტყვები და გამოთქმები. დ. (ფონეტ., მორფოლ., სინტაქსური, ლექსიკური, ეთნოგრ.) სალიტ. ენაში განიხილება როგორც ნორმიდან გადახრა.

მხატვრულ ლიტ-რაში დ. სტილისტიკური ხერხია – მას მხატვრულ-გამომსახველობითი ფუნქცია აკისრია. იყენებენ პერსონაჟთა მეტყველების დასახასიათებლად, ადგილ. კოლორიტის, ზნე- ჩვეულებების გადმოსაცემად. მაგ.: ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, ნ. დუმბაძის ნაწარმოებებში გვხვდება (შესაბამისად) მთიულური, იმერული, გურული დ. ეფექტურად იყენებს მოხეურ დიალექტს ი. ჭავჭავაძე „მგზავრის წერილებში": „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. მით იყვის უკედ".

ა.ხინთიბიძე