დიდავა გიორგი კუკურის ძე (დ. 7. VIII. 1958, ქუთაისი), პათოლოგანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2004).
1981 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1986–99 იყო თბილ. ცენტრ. პათოლოგიური ლაბორ. ხელმძღვანელი, 1999-იდან – შპს მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის პათოლოგანატომიური სამეცნ.- პრაქტიკული ცენტრის დირექტორი.
2008-იდან არის შპს „ავერსის" კლინიკის პათოლოგანატომი, 1993-იდან – გ. ჟვანიას სახ. პედიატრიული კლინიკის პათოლოგანატომი.
დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი. სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა რეანიმაციული პათოლოგიის სტრუქტურული საფუძვლები.