დიდგვერდი

დიდგვერდი, მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე, მდ. ალაზნის მარცხ. შენაკადების – სამყურისწყლისა და სტორის წყალგამყოფ დიდგვერდის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 3334 მ.

აგებულია იურული თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა. ზემო ნაწილში შემონახულია რელიეფის მყინვარული ფორმები.

შემოსილია ალპ. მდელოებით.