დიდგორმაღალი, მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ასკისწყლისა და ლაჯანურის (რიონის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფ ხარიშის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 2241 მ.
აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. რელიეფის ფორმები ნაზკონტურებიანია.
კალთები შემოსილია სუბალპ. მდელოებით.