„დიდებათა“

„დიდებათა“, უძველესი ქართული (სვანური) ხალხური ცეკვა, რიტუალურ-რელიგიური ხასიათის ფერხული.

სრულდება საეკლ. დღესასწაულებზე (კერძოდ წმ. გიორგობაზე) და ლხინის დროსაც. ასრულებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. სრულდება ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით. სიმღერა იწყება დინჯად და თანდათანობით ჩქარდება. მუს. ზომა 4/4.

ო. ჩიჯავაძე