დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიიდ ეპარქია, მოიცავს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდ. ირლანდიას. შეიქმნა 2010 წ. 21 დეკემბერს, მანამდე დასავლეთ ევროპის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.

დ. ბ. და ი. ე-ის მღვდელმთავარი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის წევრია, რ-იც ფუნქციონირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ხელმძღვანელობით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ამ ეტაპზე (2011) მოქმედებს დ. ბ. და ი. ე-ის ორი – ლონდონისა და დუბლინის სამრევლო. ეპარქიის მრევლს, ქართველების გარდა, შეადგენენ მართლმადიდებლური წესით მონათლული თურქები, იტალიელები, ინგლისელები, აფრიკული რასის წარმომადგენლები, ირანელები და სხვ.

გ. გუგუშვილი