დიდი გომარეთი, ყოფილი სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში.
დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დ. გ. და პატარა გომარეთი გაერთიანდა (იხ. სტ. გომარეთი).
დ. გ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ზურტაკეტის აღწერის დროს: „აქა არს დაბა დიდი გომარეთი, ვითარცა დიდი ქალაქი".