დიდი დმანისი

დიდი დმანისი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, დმანისი–ბოლნისის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები დ. დ., ბოსლები, ვარდისუბანი, პატარა დმანისი). ზ. დ. 860 მ, დმანისიდან 15 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 10 კმ. 871 მცხ. (2002).