დიდი ინჩხური

დიდი  ინჩხური, სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ასხის მასივის სამხრ.-დას. ნაწილში, მდ. აბაშის მარცხ. მხარეს, მარტვილი–დიდი ჭყონის საავტ. გზაზე. ინჩხურის თემის ცენტრი (სოფლები: დ. ი., ლებაჩე, პატარა ინჩხური). ზ. დ. 250 მ, მარტვილიდან 3 კმ. 699 მცხ. (2002).

სოფლის ტერიტორიაზეა მღვიმეები: ინჩხური და ინჩხურის ეხი.