დიდი კუხი, სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. კუხის (გუბისწყლის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ქუთაისი–ხონის საავტ. გზაზე. კუხის თემის ცენტრი (სოფლები: დ. კ., ახალშენი, პატარა კუხი). ზ. დ. 90 მ, ხონიდან 4 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2002).