დემირხანოვი რაჩია არამის ძე (24. XII. 1914, თბილისი, – 29. X. 1986, სოხუმი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1968).
დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი (1938). მუშაობდა ბაქოს ნავთობის სამეცნ.- კვლ. ინ-ტსა (1938–42) და თბილ. ამიერკავკ. საინჟინრო-სამშ. ინ-ტში (1942–46), 1946 მივლინებულ იქნა სოხუმის „ობიექტზე" (1956-იდან სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი) .
ურანის იზოტოპების განცალკევების ელექტრომაგნ. მეთოდის დამუშავებისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1951, სხვებთან ერთად).
იყო მნიშვნელოვანი შრომების ავტორი პლაზმისა და ამჩქარებლების ფიზიკაში. დაამუშავა პლაზმური გაწმენდისა და რექტიფიკაციის მეთოდები, რ-ებმაც საფუძველი ჩაუყარა ზესუფთა აირების მიღების ეფექტურ ტექნოლოგიებს ბირთვული რეაქტორებისათვის. მართვადი თერმობირთვული რეაქციის პრობლემის კვლევის პროცესში პლაზმაში დამატებითი ენერგიის შესაყვანად პირველმა გამოიყენა მაღალსიხშირული ელექტრომაგნ. ველი, რ-ის შედეგად დანადგარზე ТОКАМАК Р-05 მიღებულ იქნა იმ დროისათვის (1984) რეკორდული 50-მილიონგრადუსიანი D-D– პლაზმა 0,1 წმ განმავლობაში.
რ. სალუქვაძე