დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი, დაარსდა 2005 სოფელ ქურთაში; მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავდა დიდი და პატარა ლიახვის აუზში არსებულ ისტ. და მატერ. კულტურის ძეგლებს: ქაშუეთი, მინდიაანთ კოშკი (ქემერტი), გორა სამოსახლო, ხეთაგაანთ კოშკი (სვერი), საბაწმიდა, ძელიცხოველი (ხეითი), კეხვის ციხე, წმ. კვირიკეს, აბოწმინდას, წმ. ნიკოლოზის ეკლესიები (ზემო აჩაბეთი), პარსეთის წმ. გიორგის ეკლესია (ძარწემი), მაჩაბლის სასახლე, გორა სამოსახლო (ქურთა), გერის ნიში (თამარაშენი) და სხვ.
მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ ხორციელდებოდა რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტ. მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროცესი.
2008 აგვისტოში რუს. მიერ საქართვ. მიმართ განხორციელებული აგრესიისა და რეგიონის ოკუპაციის შედეგად დ. ლ. ხ. მ.-ნ-ის ტერიტორია დროებით აღარ კონტროლდება საქართვ. ხელისუფლების მიერ.