დიდი ნეძის კახათი, სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდი ნეძის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდ. ჯუმის (ენგურის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 12 მ, ზუგდიდიდან 18 კმ, ცაცხვიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ. 503 მცხ. (2002).