დიდი პამაჯი, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის პამაჯის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში, მდ. ფოცხოვისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1180 მ, ახალციხიდან 11 კმ, ვალედან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5,5 კმ. 591 მცხ. (2002).
დ. პ-იდან 3 კმ-ზე არის აქატის საბადო.