დიდი სამსარი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), სამსრის ქედის დას. კალთაზე, მდ. სამსრისწყლის (ბარალეთისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 2000 მ, ახალქალაქიდან 29 კმ. 379 მცხ. (2002).
დ. ს. მდებარეობს ისტ. ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით უკვე გაუკაცრიელებული ნასოფლარი ყოფილა, რ-საც მდინარის დინების მიმართულების გათვალისწინებით, ზემო სამსარი ერქვა. როგორც ჩანს, შემდგომ ხანებში მოსულმა მოსახლეობამ ზემო და ქვემო სამსარს დიდი და პატარა შეარქვა.
ამჟამად დ. ს-ში სომხ. მოსახლეობაა, რ-იც XIX ს. 30-იან წლებშია მოსული ერზურუმის მხრიდან. სოფელში 1899 აუშენებიათ სომხ. ეკლესია ძვ. ქართ. ნაეკლესიარის საფუძველზე. იქიდან გადარჩენილია ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებული ორი პატარა ქვა, რ-ებზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. ერთ მათგანს მკლავებს შორის კოპები უზის.
ეკლესიის გალავნის შიგნით ძვ. სასაფლაოა. საფლავის დამუშავებულ ქვებს შორის არის ყოჩებისა და ცხენის ქანდაკებებიც. ეკლესიის მახლობლად გადის კლდეში გაჭრილი საურმე გზა, რ-იც ამ კლდეკარით მდინარის ვიწრო კანიონში ჩადის და პატარა სამსარში მიდის. მდინარის მარცხ. ნაპირზე, დ. ს-ის ჩრდ.-აღმ-ით, ერთმანეთთან ვიწრო გვირაბებით დაკავშირებული გამოქვაბულებია. არის მოზრდილი დარბაზებიც, რ-თაგან ერთში კედელზე რელიეფური ჯვარია გამოსახული, მის მარჯვნივ და მარცხნივ ასომთავრულით შესრულებული ორ-ორი ასო-ნიშანი იკითხება: წQ გი, ე. ი. „წმიდაQ გიორგი". წარწერა განგებაა დაზიანებული.
წყარო: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.
დ. ბერძენიშვილი