დიდი ფლევი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი).
ფლევის თემის ცენტრი (სოფლები: დ. ფ., ნაცარგორა, პატარა ფლევი, ტკოცა). ზ. დ. 820 მ, ხაშურიდან 22 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 530 მცხ. (2002).
იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ფცისწყლის სოფელთა სიაში. სოფლის ჩრდ.- აღმ-ით, სასაფლაოზე, ორი ეკლესიაა: წმ. გიორგის მცირე ეკლესია (განვით. შუა საუკ.) და წმ. გიორგის დიდი ეკლესია (XIX ს.).
ჯ. გვასალია