დიდი ღრომი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. მეჯუდის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) ნაპირას.
ღრომის თემის ცენტრი (სოფლები: დ. ღ., ანდორეთი, ახსარგინა, ბიეთი, ზემო გორეთი, ზემო ქლივანა, თელაგინა, ივრეთი, ნიში, პატარა ღრომი, საკვირეთი, ქვემო გორეთი, ქვემო ქლივანა, წყლები, ჯვარეთი). ზ. დ. 860 მ, ერედვიდან 23 კმ. 185 მცხ. (1989).
სოფელი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მეჯუდის ხეობის სოფელთა სიაში.
ჯ. გვასალია