დიდი ციხიათა, სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტის ყორნისის თემში (შიდა ქართლის მხარე), ლიხის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ნაპირას.
ზ. დ. 960 მ, ყორნისიდან 11 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 18 კმ. 8 მცხ. (1989).
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ხერხეულიძეების კოშკის ნანგრევები.