დიდი ჭვარები, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის მღებრიანის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. თეძმის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1530 მ, გორიდან 54 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის.
შემორჩენილია წმ. გიორგის სალოცავის ნანგრევები.