ეგრისელი

ეგრისელი (ნამდვ. გვარი – დოლბაია) ვაჟა ევგენის ძე (დ. 15. V. 1941, სოფ. ხორგა, ხობის მუნიციპალიტეტი), პოეტი. 1967 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი, 1983 კი – მოსკოვის მაქსიმ გორკის სახ. მსოფლიო ლიტ-რის ინ-ტი. 1984–92 იყო ჟურნ. „პირიმზის" მთ. რედაქტორის მოადგილე, 1993– 2000 – გამომც. „მოლოდინის" გენ. დირექტორი და გაზ. „ამაღლების" გენ. რედაქტორი. 2001-იდან არის აფხაზეთის მეცნ. აკად. გამომც. დირექტორი და ამავე აკადემიასთან არსებული გაზ. „დიოსკურიის" რედაქტორ-გამომცემელი. ე. არაერთი პოეტური კრებულის ავტორია, მ. შ. აღსანიშნავია „ამაღლება" (1973), „საგალობლები" (1976), „მოლოდინი" (1988), „შეიბნ მახვილი" (1989), „იქმენ ნათელი" (1993), „კოლხური ფსალმუნები" 5 ტომად (2001–08). ე-ის ლექსები გამოირჩევა ფილოს. და მეტაფორული აზროვნებით. 2008 ე-ს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

თხზ.: ნათელხილვა, თბ., 1975; ჰორიზონტები, თბ., 1983.