დიდი ჯიხაიში, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, სამტრედია–ხონის საავტ. გზაზე.
სათავო სოფელი. ზ. დ. 55 მ, სამტრედიიდან 14 კმ, იანეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 1,6 ათ. მცხ. (2002).
ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. დ. ჯ-ში დაიბადნენ: მ. ვაშაკიძე, გ. კაჭახიძე, კ. ლორთქიფანიძე, გ. ნიკოლაძე და სხვ.
დ. ჯ. წყაროებში პირველად ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII 427 ს.) რუკებზეა აღნიშნული.
შემორჩენილია რამდენიმე გორანამოსახლარი, ე. წ. „გორიკა".