დიდმაღალი

დიდმაღალი, მთა მესხეთის ქედზე, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდ. წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხ. შენაკადი) სათავეებში, ზეკარის უღელტ. დას-ით. სიმაღლე ზ. დ. 2588 მ.

აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებით და მისი პიროკლასთოლითებით. კალთების ზემო ნაწილი შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით, ქვემოთ – წიწვოვანი ტყით.