დილეგი

დილეგი, საპყრობილე, სატუსაღო, ტყვეთა დასამწყვდევი, უკარფანჯრო ადგილი ციხე-კოშკის პირველი სართულის ქვეშ.

ჩასასვლელი პირველი სართულიდან ჰქონდა, ზემოდან აფარებდნენ ფიქალ ქვას ან ხის სახურავს, რ-იც ურდულით იკეტებოდა. დილეგიანი ციხე- სახლები და კოშკები გავრცელებული იყო ძვ. საქართველოში.

მ. ჩართოლანი